რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს?
სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება, ხველა და სუნთქვის პრობლემები. უფრო მძიმე შემთხვევებში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია ან სუნთქვის გაძნელება. შედარებით იშვიათ შემთხვევებში დაავადება შეიძლება იყოს სასიკვდილო.
ეს სიმპტომები ჰგავს გრიპის ან გაციების სიმპტომებს, რაც ბევრად უფრო გავრცელებულია, ვიდრე COVID-19. ამიტომაც COVID-19 ვირუსით დაინფიცირების დასადასტურებლად აუცილებელია სპეციალურიგამოკვლევა. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მთავარი პრევენციული ზომა იგივეა - ხელების ხშირი დაბანა, რესპირატორული ჰიგიენა (დახველების ან დაცემინების დროს უნდა დაიფაროთ პირის ღრუ მოხრილი მკლავით ან ერთჯერადი ცხვირსახოცით, შემდეგ ეს ცხვირსახოცი უნდა გადააგდოთ ნაგვის დახურულ ყუთში). ასევე, არსებობს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და გახსოვდეთ, რომ თქვენც და თქვენი შვილიც მუდმივად იყოს ვაქცინირებული.
No comments:
Post a Comment