რა არის კორონავირუსი?
ზოგადი დახასიათებით, კორონავირუსი იმ ვირუსების ჯგუფია, რომელიც იწვევს რესპირატორულ ინფექციებს, დაწყებული ზოგადი გაციებით, მწვავე რესპირატორული სინდრომითა და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომით დამთავრებული. ჩინეთში გავრცელებული ვირუსი კი მეშვიდეა კორონავირუსების ჯგუფში. ჩინური მედიასაშუალებების ცნობით, ადგილობრივ მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამჟამად გავრცელებული ვირუსი განსხვავებულია. ახალიკორონავირუსის თავდაპირველი სიმპტომებია სიცხე, ხველება, გულმკერდის შებოჭილობა და სუნთქვის უკმარისობა. ზოგიერთი პაციენტის სკანირებამ ფილტვებში სითხე აჩვენა, რაც ვირუსული პნევმონიისთვის არის დამახასიათებელი. პირველად, მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი შემთხვევები სამხრეთ ჩინეთში 2002 წელს გამოჩნდა. შემდეგ კი ოცზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და იმსხვერპლა დაახლოებით 800 ადამიანი.
კვლევის ანალიზი
რესპონდენტებს 100% იცის თუ რა არის კორონავირუსი. ადამიანების 33.3 % არის ინფიცირებული ამ ვირუსს, 38.9 % კი არა. 27.8 % - ს ჰქონდა ავადმყოფობა, მაგრამ არ იცის კორონა იყო თუ არა. კვლევიდან ჩანს, რომ ადამიანების 72.2 % სჯერა კორონავირუსს, 11.1 % არ სჯერა, 16.7 % კი ზოგჯერ სჯერა, ზოგჯერ არა. რესპონდენტების 33.3 % -ს აქვს ვაქცინა, 33.3 %-ს არ აქვს, 22.2 % არც არ აპირებს, 11.1 % კი შეიძლება როდესმე გააკეთოს. რესპონდენტთა უმეტესობას არაფერი არ გაუკეთებია კორონავირუსის წინააღმდეგ. ჩატარებული კვლევიდან ჩანს, რომ ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს ვირუსი 1 წელი იქნება ჩვენთან. მცირე ნაწილის აზრით კი 4-5 წელი იქნება ჩვენთან.
No comments:
Post a Comment